ბიზონი თავის ნაშიერთან ერთად მგლების ხაფანგში აღმოჩნდა, თუმცა მათ გაქცევა შეძლეს - ვიდეო

გამოწერა
ველური ბუნება სავსეა სურპრიზებით, შესაბამისად ცხოველებს ყოველთვის არ გამოსდით ჩანაფიქრის ასრულება

ველური ბუნება სავსეა სურპრიზებით, შესაბამისად ცხოველებს ყოველთვის არ გამოსდით ჩანაფიქრის ასრულება

არათანასწორ ბრძოლაში მდედრი ბიზონი ჭკვიანურად მოქცევას ცდილობს და გამართლების შედეგად მათი ოჯახი უვნებელი რჩება.

კადრებში ჩანს, მგლები როგორ ესევიან ოთხ ბიზონს და მათ ნაშიერებს. დიდმა ცხოველებმა საკუთარი სხეულით დაიწყეს პატარების დაცვა, რამაც მგლებს დასახული მიზნის მიღწევბა გაურთულა. ერთ ბიზონთან გამკლავება ოთხ მგელსაც კი უჭირს, აქ კი მათ რამდენიმე ერთად შეხვდათ.

ამ შემთხვევაში მგლებს მხოლოდ ერთი პატარა ბიზონის მონადირება სურთ, მისი ზომა საკმარისია რამდენიმე მტაცებლის დასანაყრებლად. ამიტომ მგლები ერთ მსხვერპლს ირჩევენ და ეწევიან მას, რის გამოც მისი დედა ჩერდება, დანარჩენი ცხოველები კი გარბიან.

ახლა სამ მგელს მოუწევს როგორღაც გაუმკლავდეს მდედრ ბიზონს, რომელიც მზადაა სიცოცხლე დათმოს შვილის გადასარჩენად. მგლები ფრთხილად ცდილობენ ხელსაყრელი მომენტის პოვნას. დედა-შვილის გადარჩენის ერთადერთი გზა კი ტყეში გაქცევაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0