ქუთაისში ნარკოდანაშულის ბრალდებით 35 წლის მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულს 20 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

თბილისი,  21 თებერვალი  — Sputnik.  სამართალდამცველებმა ქვეყანაში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ბრალდებით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 35 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ველოსიპედი - Sputnik საქართველო
ამანათი იტალიიდან: გამოგზავნილ ველოსიპედში დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოჩნდა

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას  „ბუპრენორფინის“  შემცველი ნარკოტიკული საშუალების 274 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 8–დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

შსს–ს მონაცემებით, წლის დასაწყისიდან სამართალდამცველებმა 10 კგ–მდე „ჰეროინი“, 1,2 კგ „კოკაინი“, 650 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“,  1 ათას აბზე მეტი „ექსტაზი“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და ასევე 100 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები ამოიღეს.

ნარკოდანაშულის ბრალდებით, 1 იანვრიდან დღემდე, პოლიციამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში 275 ადამიანი მისცა.

ყველა ახალი ამბავი
0