პარასკევს სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი გზა დაიკეტება

© Sputnik / Denis Aslanovავტომაგისტრალი
ავტომაგისტრალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობა ვანაძორი-ალავერდი-საქართველოს საზღვრის მაგისტრალზე 12:00-დან 19:00 საათამდე იკრძალება

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik.  სომხეთიდან საქართველოსკენ მომავალი სახელმწიფოთაშორისი გზის მონაკვეთზე  დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო, აღნიშნული გზა 22 თებერვალს დაიკეტება, იუწყება РИА Новости სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ტექნოლოგიების სამინისტროზე დაყრდნობით.

 „ვანაძორი–ალავერდი–საქართველოს“ საავტომობილო გზის მონაკვეთზე მოძრაობა 22 თებერვალს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე დაიკეტება, გზის 45–ე კილომეტრზე დაგეგმილი  სამუშოების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სომხეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო საავტომობილი გზა საქართველოზე გადის.

 

ყველა ახალი ამბავი
0