საქართველოს ხელისუფლებამ ყურად უნდა იღოს ჰიდროენერგეტიკის სფეროს ინვესტორთა საჭიროებები

გამოწერა
საქართველოს წარმომადგენელმა Sputnik-ს განუმარტა თბილისში კონგრესის „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ ჩატარების მნიშვნელობა. კონგრესი საქართველოს დედაქალაქში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

საქართველოს წარმომადგენელმა Sputnik-ს განუმარტა თბილისში კონგრესის „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ ჩატარების მნიშვნელობა. კონგრესი საქართველოს დედაქალაქში ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

150-ზე მეტი სტუმარი მონაწილეობდა საერთაშორისო კონგრესში, რომელიც თბილისში გაიმართა. ღონისძიების მთავარი თემები იყო პრაქტიკული მაგალითები კომპანიისგან, რომელიც წარმატებით ახორციელებს ჰესების მშენებლობის პროექტებს ამერიკაში, ევროპასა და აზიაში, ასევე ახალი ჰიდროენერგეტიკული პროექტები კასპიის ზღვის რეგიონსა და ცენტრალური აზიაში, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

კონგრესის მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ირანის, სომხეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის წარმომადგენლები.

ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი და გამოფენა „ჰიდროენერგეტიკა. კასპიის ზღვა და ცენტრალური აზია“ პროფესიონალური პლატფორმაა დიალოგისათვის, გამოცდილების გაზიარებისათვის, გადაწყვეტილებების მისაღებად, ხელისუფლებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ძალისხმევის კონსოლიდაცია რეგიონის მთელი რიგი ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობისა და რეკონსტრუქცია/მოდერნიზაციის პროექტების რეალიზაციისათვის.

თბილისმა ამ კონგრესს მესამედ უმასპინძლა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-საქართველო ტრადიციულად კონგრესის საინფორმაციო პარტნიორია.

ყველა ახალი ამბავი
0