თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 20 თბერვალს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარჯანიშვილის, ზაზიშვილის, ჩუბინაშვილის, მარუაშვილის, გოგი დოლიძის, ხათუნა დონდუას, კლდიაშვილის და ორჯონიკიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის, ქობულეთის და შროშის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ლილოს დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, კახეთის გზატკეცილის, იუმაშევის და ევროპის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახების IX, Xა კვარტლების და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV კვარტლის, გარიყულის, თიანეთის, ალექსანდრე ბარამიძის, სიხარულიძის, ჩარგლის და გამყრელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ალექსანდრე ბარამიძის და კაკაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბალანჩივაძის, ჩიქოვანის, ახალშენის, ტაშკენტის, ნუცუბიძის, ჩხიკვაძის, ონიაშვილის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.