კარლ ლაგერფილდთან გამომშვიდობება არ გაიმართება

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიკარლ ლაგერფილდი
კარლ ლაგერფილდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიზაინერმა ითხოვა, რომ მის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდეს და სამგლოვიარო ცერემონია არ გაიმართოს

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილ მოდელიერ  კარლ ლაგერფილდთან გამომშვიდობება არ გაიმართება – ასეთი იყო მისი სურვილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Paris Match–ზე დაყრდნობით.

კარლ ლაგერფელდი - Sputnik საქართველო
კარლიზმები, ანუ ლაგერფელდის მკვეთრი ციტატები

Chanel-ის მოდის სახლის კრეატიული დირექტორი, მსოფლიოს უდიდესი მოდელიერი კარლ ლაგერფელდი სამშაბათს საფრანგეთში 85 წლისა გარდაიცვალა.

„მისი ნება აღსრულდება“, – განაცხადა Chanel–ის წარმომადგენელმა.

როგორც ცნობილია, ლაგერფილდის სურვილი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ მისი სხეულის კრემაცია მომხდარიყო და ასევე, არ გამართულიყო არანაირი სამგლოვიარო ცერემონია.

ყველა ახალი ამბავი
0