ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის 14 აპარატი გაქურდეს

© photo: Sputnik / Mikhail Voskresensky / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი Europabet-ის ანგარიშზე თანხების თაღლითური გზით გადარიცხვას ცდილობდა.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის 14 ფაქტი გახსნა და 27 წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავება - Sputnik საქართველო
პოლიციამ ქობულეთში ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტები გახსნა

გამოძიების ცნობით, ბრალდებული იმავე აპარატების საშუალებით ინტერნეტ-ტოტალიზატორ Europabet-ის ანგარიშზე თანხების თაღლითური გზით გადარიცხვასაც ცდილობდა.

ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება ქურდობის და თაღლითობის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით, ასევე 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0