თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ძმის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 1975 წელს დაბადებულმა დ. ჩ.–მ თავიანთ სახლში ჩხუბის დროს ესროლა 1971 წელს დაბადებულ ძმას მ. ჩ.–ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება მიმდინარეობს დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე, რაც 13–დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.