https://sputnik-georgia.com/20190220/Samida-trio-romelic-internets-ipkrobs-244435306.html
Samida-ტრიო, რომელიც ინტერნეტს იპყრობს
Samida-ტრიო, რომელიც ინტერნეტს იპყრობს
Sputnik საქართველო
გოგონები სამ ხმაში სიამოვნებით და ტკბილხმოვანად მღერიან როგორც ქართულ, ისე თურქულ ენაზე. 20.02.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-02-20T13:42+0400
2019-02-20T13:42+0400
2023-08-17T19:39+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24443/43/244434301_0:0:1000:566_1920x0_80_0_0_27bbc75cd2c33010fc209d01133fb839.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24443/43/244434301_0:0:1000:630_1920x0_80_0_0_d6d862aa57d0a140801cf37f97c4af69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, წასაკითხი ამბები, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
საზოგადოება, წასაკითხი ამბები, ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
Samida-ტრიო, რომელიც ინტერნეტს იპყრობს
13:42 20.02.2019 (განახლებულია: 19:39 17.08.2023) გოგონები სამ ხმაში სიამოვნებით და ტკბილხმოვანად მღერიან როგორც ქართულ, ისე თურქულ ენაზე.
თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ქალთა ახალი ტრიო Samida მუსიკალურ სამყაროს იპყრობს – გოგონები ქართული წარმომავლობის ცნობილი თურქი მომღერლის ბაიარ შაჰინ-გუნდარიძის ქალიშვილები არიან.
დამლა, იუდუმი და თამარი სტამბულში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.
გოგონებმა ტრიო 2017 წელს ჩამოაყალიბეს, ისინი უკრავენ ვიოლონჩელოზე, ვიოლინოზე და ფლეიტაზე. მათ რეპერტუარშია თურქული კომპოზიციები და სიმღერები კავკასიაზე, რომლებსაც ისინი როგორც მუსიკალური ინსტრუმენტების თანხლებით, ისე აკაპელა ასრულებენ.
იუდუმი 1992 წელს დაიბადა. სწავლობს თურქეთის კონსერვატორიაში, სადაც ვიოლონჩელოზე დაკვრასთან ერთად პერკუსიის ხელოვნებას ეუფლება. დამლა 27 წლისაა. იგი ფლეიტაზე უკრავს, ამას გარდა სტამბულის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის კლარნეტისტებთან მეცადინეობდა.
თამარი 1998 წელს დაიბადა. იგი ფანდურზე უკრავს. დამთავრებული აქვს სტამბულის სახელმწიფო კონსერვატორია ვიოლინოს განხრით. უკრავდა სხვადასხვა კამერულ ორკესტრებში.
Samida-ს ქართულ რეპერტუარში ყველაზე პოპულარული კომპოზიციებია „პატარა გოგო დამეკარგა", „აჭარული", „გელინო" და ა.შ.