ხიზანიშვილი: სირთულეების დაძლევაში დამეხმარა ეკლესია, ღმერთთან ურთიერთობა, ჩემი მოძღვარი

© photo: courtesy of Giorgi Khizanishviliგიორგი ხიზანიშვილი
გიორგი ხიზანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ხიზანიშვილი, რომელმაც ბავშვობაში ორივე ხელი დაკარგა, საუბრობს იმაზე, როგორ შეძლო ცხოვრების თავიდან დაწყება.
ხიზანიშვილი: სირთულეების დაძლევაში დამეხმარა ეკლესია, ღმერთთან ურთიერთობა

„ჩემი სიცოცხლე ნამდვილად ღვთის საჩუქარია. მის გარეშე ნამდვილად რთული იქნება იმ სირთულეების გადალახვა. მქონდა კრიზისული მომენტები, მხოლოდ სახლში ყოფნა მინდოდა, გარეთ გასვლა არ მინდოდა. ბოლოს მივედი იმ დასკვნამდე, რომ ხალხში უნდა გავსულიყავი. ამაში ძალიან დამეხმარა ეკლესია, ღმერთთან ურთიერთობა, ჩემი მოძღვარი. დღეს ვფიქრობ, რატომ უნდა ვიფიქრო ცუდზე, უარესზე. ჩვენ გვაქვს იმედი, რომლითაც ვცოცხლობთ“, – ამბობს ხიზანიშვილი.

გიორგი ხიზანიშვილი ცხრა წლის იყო, როცა საბედისწერო შემთხვევის გამო ორივე ხელი დაკარგა. თუმცა მან შეძლო ცხოვრება ჩვეულებრივად გაეგრძელებინა. სკოლის დამთავრების შემდეგ დაამთავრა სასულიერო სემინარია, გაიარა სტაჟირება. ჰყავს უამრავი მეგობარი, რომლებთან ერთადაც თავს არაჩვეულებრივად გრძნობს, დადის ლაშქრობებში, იზიდავს კულტურული ძეგლების მონახულება. გიორგი მოყვარული ფოტოგრაფია და დიდ სიამოვნებას ანიჭებს ფოტოების გადაღება. აღსანიშნავია ისიც, რომ გიორგი სამების საკათედრო ტაძარში სტიქაროსანია.

 

ყველა ახალი ამბავი
0