ვლადიმირ პუტინი: რუსეთი არ არის დაინტერესებული აშშ-თან კონფრონტაციით

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის ლიდერის თქმით, მოსკოვს სურს ჰქონდეს თანაბარუფლებიანი მეგობრული ურთიერთობები ვაშინგტონთან.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ხელისუფალთა პოლიტიკას რუსეთის მიმართ მეგობრულს ვერ ვუწოდებდით, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას.

რუსეთის ლიდერის თქმით, მოსკოვს სურს ჰქონდეს თანაბარუფლებიანი მეგობრული ურთიერთობები ვაშინგტონთან.

„ბოლო წლებში აშშ რუსეთის მიმართულებით ატარებს პოლიტიკას, რომელსაც მეგობრულს ვერ ვუწოდებდით. რუსეთის ინტერესები იგნორირებულია, გამუდმებით ეწყობა სხვადასხვა ტიპის ანტირუსული აქციები... წესდება სულ ახალი და ახალი სანქციები, რომლებიც საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით არაკანონიერია“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული აქციები „აბსოლუტურად არ არის პროვოცირებული მათი მხრიდან“.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-თან კონფრონტაცია არანაირად არ შედის რუსეთის ინტერესებში, და მოუწოდა ამერიკას, შეეშვას ილუზიას გლობალური უპირატესობის შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0