„საქსტატის“ მონაცემები: უმუშევრობის დონე და თანაფარდობა ქალებსა და მამაკაცებს შორის

გამოწერა
Yandex newsTelegram
მინისტრის აზრით, „საქსატატის“ მონაცემები რეალურ ვითარებას არ ასახავს. იმისათვის, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდეს, 2025 წლამდე ყოველწლიურად 50-60 ათასი სამუშაო ადგილი უნდა იქმნებოდეს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. უმუშევრობის დონე 2018 წელს საქართველოში 1,2%-ით შემცირდა და 12,7% შეადგინა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, „საქსტატის“ მასალებში.

უწყების მეთოდოლოგიით, უმუშევრად მიიჩნევა 15 წელს ზემოთ მოქალაქე, რომელიც გამოკითხვამდე შვიდი დღის განმავლობაში არ ასრულებდა საქმიანობას გამომუშავების მიღების მიზნით, ეძებდა სამსახურს ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში და მზადაა დაიწყოს მუშაობა უახლოეს ორ კვირაში.

„ისე ჩანს, რომ უმუშევრობა მართლაც შემცირდა. სტატისტიკის მიმართ უნდობლობის მიზეზები არ არსებობს. როდესაც უყურებ, რა ხდება გარშემო და ესაუბრები ადამიანებს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ მათ რაღაც სახის ფინანსური მხარდაჭერა აქვთ“, — განუცხადა Sputnik-საქართველოს პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ.   

მისი თქმით, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც დილიდან დაღამებამდე მუშაობენ, მაგრამ არა საკუთარი სპეციალობით. ამის გამო ისინი თავს უმუშევრებად მიიჩნევენ, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ეს ასე არ არის. 

დინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
მაჭავარიანი: „საქართველოში უმუშევრობამ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია“

რაც შეეხება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას, მისი აზრით, „საქსატატის“ მონაცემები რეალურ ვითარებას არ ასახავს. მისი თქმით, იმისათვის, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე შემცირდეს, აუცილებელია, რომ 2025 წლამდე ყოველწლიურად 50-60 ათასი სამუშაო ადგილი იქმნებოდეს.

ამასთან, ქობულია აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები უმუშევრებად შეიძლება შეფასდნენ.

მინისტრის აზრით, დასაქმების მთავარი პრობლემა ქვეყანაში დაბალი კვალიფიკაციაა, რის გამოც ადამიანები სამსახურს ვერ შოულობენ.

„საქსტატის“ მონაცემებით, უმუშევრობის დონე 2018 წლის მეოთხე კვარტალში სოფლად 5,6% იყო, ხოლო ქალაქში — 18,8%. ამასთან, უმუშევრებს შორის მამაკაცები ჭარბობენ ქალებს — 13,6% და 11% შესაბამისად. 

ყველა ახალი ამბავი
0