მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება

გამოწერა
მარშალ გელოვანის გამზირისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა 2018 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს.

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, „ვეფხი და მოყმის" ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე 19 და 20 თებერვალს 24:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება, ნათქვამია თბილისის მერიის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის მიზეზი ვაშლიჯვრის ახალი, ორდონიანი ესტაკადის მასშტაბური სამშენებლო სამუშაოებია. მარშალ გელოვანის გამზირისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ახალი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა 2018 წლის აგვისტოდან მიმდინარეობს.

ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის დასრულება გადავადდა

საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ასევე დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე. 

მერიის ცნობით, მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ასევე შეიზღუდება 21 და 22 თებერვალს, 24:00 საათიდან 06:00 საათამდე. ამ პერიოდში მოძრაობა გადაიკეტება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე. ამის პარალელურად მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ვაშლიჯვრის შუქნიშნიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე. 

თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

 

ყველა ახალი ამბავი
0