2019 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების შემცირება შეინიშნებოდა, თუმცა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა თითქმის 6%-ით მეტი დაფიქსირდა.
უცხოელები საქართველოში სამოგზაუროდ უფრო მეტად საავტომობილო ტრანსპორტს ირჩევენ. თითქმის სამჯერ ნაკლებია მათი რიცხვი, ვინც თვითმფრინავს ანიჭებს უპირატესობას. გემით და მატარებლით მგზავრობა, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, პოპულარული არ არის.