Sputnik-ის რეპორტიორმა პროექტის "ჟურნალისტი იცვლის პროფესიას" ფარგლებში გადაწყვიტა დაედგინა, როგორ მუშაობს მასაჟის სალონი. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორია მასაჟისტის ერთი სამუშაო დღე.
ქართულ ბაზარზე მასაჟის მომსახურებას არაერთი დაწესებულება უზრუნველყოფს, თუმცა მათი უმრავლესობა ინტიმურ მომსახურებასთან ასოცირდება. მაგრამ დღეს ეს ჩვენ მომსახურებაში არ შედის. თქვენზე იზრუნებენ გამოცდილი გოგონები 20 წლიდან ზემოთ და შემოგთავაზებენ სარელაქსაციო, რომანტიკულ, სპორტულ, სამკურნალო, ჰიგიენურ და კოსმეტიკურ მასაჟს. ასევე მასაჟს ჯაკუზიში და ცხელი ქვებით.
ეს არის პროფესია, რომელიც სასიამოვნოც არის და სასარგებლოც. მასაჟის მეშვეობით შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ: კანზე, სახსრებზე, სისხლის მიმოქცევაზე, ცენტრალურ ნერვულ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, სასუნთქ სისტემაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, კუნთებზე და ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე.
არსებობს სასწავლებლები, სადაც პროგრამის გავლის შემდეგ საბაზისო დონეზე გეცოდინებათ: მასაჟის კლასიფიკაცია დანიშნულებისა და მეთოდიკის მიხედვით, აღდგენითი თერაპიის ნაირსახეობები და მათი თავისებურებები; შეძლებთ კლასიკური მასაჟის ჩატარებას შესაბამისი ილეთების გამოყენებით; ილეთების სწორად გადანაწილებას, ასევე სახისა და კისრის სრული კოსმეტიკური მასაჟის ჩატარებას. კურსის დასრულების შემდეგ შეგიძლიათ დასაქმედეთ სამედიციცნო დაწესებულებაში, სარეაბილიტაციო ცენტრში, კერძო სექტორში, კოსმეტიკურ კაბინეტში და საკურორტო სექტორში.
უმეტეს შემთხვევაში მასაჟისტს ანაზღაურება გამომუშავებით აქვს და ხშირია შემთხვევები, როცა კმაყოფილი კლიენტი ე.წ. "ჩაისაც" ტოვებს. თავად პროფესია კი პერსპექტიულია, მით უფრო მაშინ, როდესაც მომსახურება გულისხმობს, რომ კლიენტი ისევ დაბრუნდეს...