ვითარება საქართველოს გზებზე: ბოლო ცნობები

© photo: Sputnikსპეცტექნიკა
სპეცტექნიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სამხედრო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

 

თბილისი,  17 თებერვალი  — Sputnik.  გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 18 თებერვალს

უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, რის გამოც ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა.

ამ დროისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. 

მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით.

მოძრაობა თავისუფალია გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის გზაზე. აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობაა ღდგენილი. აქ დღის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები ტარდებოდა.

სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას 20 თებერვლიდან ვარაუდობენ.

ყველა ახალი ამბავი
0