უცხოელები თბილისში ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით დააკავეს

© photo: Sputnik / SPUTNIK / LEVAN AVLABRELIპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენისა და შენახვის ბრალდებით უცხოეთის მოქალაქე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

კერძოდ, პოლიციელებმა დააკავეს თურქეთის 36 წლისა და ყაზახეთის 28 წლის მოქალაქე. სამართალდამცველებმა თბილისში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ნომრიდან, სადაც დაკავებულები დროებით ცხოვრობდნენ, ნარკოტიკული საშუალების 133 აბი და 6 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება მიმდინარეობს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაც რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0