მაშველებმა ფოთში იანვრის ბოლოს დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს

© photo : Georgian Emergency Management Agency / FBმაშველები ზღვაში
მაშველები ზღვაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოზარდი ხიდის მოაჯირზე ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. ფოთში 20–დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცხედარი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან ერთ კილომეტრში ნახეს.

არ გადაკვეთო - Sputnik საქართველო
მდინარე რიონში 16 წლის მოზარდი ჩავარდა

29 იანვარს ფოთში, აღმაშენებლის ხიდის მოაჯირიდან 16 წლის მოზარდი მდინარე რიონში გადავარდა.

თვითმხილველების ინფორმაცით, მოზარდი ორ მეგობართან ერთად სახლში მიდიოდა, იგი ხიდის მოაჯირზე ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს 29 იანვრის შემდეგ როგორც მდინარეში, ისე ზღვაში 24-საათიან რეჟიმში აწარმოებდა.

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავები თბილისიდან და აჭარიდან; წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებდა შსს–ს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა.

ყველა ახალი ამბავი
0