რვა წლის ქართველმა გოგონამ რუსული „Голос. Дети“-ს ჟიური აღაფრთოვანა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიშოუ გოლოსის მეოთხედფინალი
შოუ გოლოსის მეოთხედფინალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა შემსრულებელი ედიტ პიაფს შეადარეს

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. რვა წლის ქართელმა გოგონამ ნინო ქებურია-ჩესნერმა რუსეთის პირველი არხის პროექტის „Голос. Дети“-ს ჟიურის წევრები აღაფრთოვანა და პროექტის ერთ-ერთი პირველი მონაწილე გახდა.

ბრმა მოსმენების დროს ახალგაზრდა მომღერალმა შეასრულა სიმღერა ედიტ პიაფის რეპერტუარიდან „სიყვარულის ჰიმნი“ სიმღერა 1950 წელს დაიწერა და პიაფის შეყვარებულს მიეძღვნა, რომელიც ერთი წლით ადრე ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

პირველი ნინოსკენ ვალერი მელაძე შემობრუნდა, მეორე სვეტლანა ლობოდა იყო, ბოლოს კი პელაგეა.

„ჩემი აზრით, ეს ყველაზე ინდივიდუალური შესრულება იყო, რადგან ეს არ გავდა ედიტ პიაფს და ამასთან, იყო ძაიან დიდური, მსახიობური შესრულებით. უბრალოდ შესანიშნავია და ძალიან თამამი, საოცარი ენერგეტიკით. მოკლედ აღფრთოვანებული ვარ, - უთხრა ნინოს პელაგეამ.

„მოვბრუნდი და გიყურებდით თქვენ. და ვფიქრობდი - ღმერთო რა პატარაა, თხელი, მომხიბვლელი და ისე გავს ჩემს ქალიშვილს, ისეთი კარგია და ისე მინდა, როომ ის ჩემთან იყოს“, - თქვა გოგონაზე ლობოდამ.

„ბეღურა ედიტ პიაფი“ - ასე უწოდა სიყვარულით ნინოს ვალერი მელაძემ. მან ნინოს სთხოვა კიდევ ერთი სხვა სიმღერა ემღერა. და ნინომ იმღერა ქართული სიმღერა „საქართველო - სამშობლო ჩემო“.

როცა დადგა დრო, რომ ახალგაზრდა მომღერალს თავისი მენტორი უნდა აერჩია, მან არჩევანი სვეტლანა ლობოდაზე შეაჩერა.

ლევან კბილაშვილი - Sputnik საქართველო
მოაჯადოვა და წავიდა - ლევან კბილაშვილმა Voice-ზე გამოსვლა დაასრულა

ნინო ჩესნერი მოსკოველია, ქართული ფესვებით. ნინოს მამა -არტემ ჩესნერია, დედა - ლიკა ქებურია. ნინოს უყვარს სიმღერა, მოგზაურობა, საუბრობს რამდენიმე ენაზე, სწავლობს ფორტეპიანოზე დაკვრას. ნინო სწავლობს სტუდიაში „ბალანჩინო“, საერთაშორიოს კონკურს "Я пою“-ს გამარჯვებულია, კონკურს "Золотая нота"-ს პირველი ხარისხის ლაურეატია და ფესტივალ-კონკურს "Звездопад талантов"-ს გრან-პრი აქვს მიღებული.

„მიყვარს ხატვა, მუსიკის მოსმენა, წიგნების წერა. ვწერ ცხოველებზე, ბავშვებზე ან რაიმე საგნებზე. მეორე კლასში ვსწავლობ და ბიჭებს ვუყვარვარ - ჯერ მხოლოდ ოთხს“, - ასე მოუთხრო ნინომ თავის თავზე კონკურსის მაყურებლებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ექვსი წლის ნინო ჩესნერი  რუსეთის პირველი არხის პოპულარული საბავშვო შოუს "Лучше всех" მეორე სეზონის მონაწილე იყო. გადაცემა ცნობილ შოუმენსა და მომღერალს მაქსიმ გალკინს მიჰყავს. ნინო ჩესნერმა მაშინ გადაცემაში კვლავ ედიტ პიაფის სიმღერა იმღერა „პარიზის ცის ქვეშ“ და თავისი ძლიერი, ლამაზი ხმითა და არტისტიზმით მოაჯადოვა აუდიტორია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0