ვნებები კოეფიციენტის ირგვლივ: თბილისში მშენებლობის წესები მკაცრდება

© Sputnik / Denis Aslanovმშენებლობა
მშენებლობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კალაძემ პირობა დადო, რომ დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები აღიკვეთება

 

თბილისი, 16 თებერვალი  — Sputnik. თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით საქართველოს დედაქალაქში აიკრძალება სამშენებლო  კოეფიციენტის მატება და   K2 კოეფიციენტის გაყიდვის პრაქტიკა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

საქართველოში მშენებლობების რაოდენობამ იკლო>>>

ცალკეულ ზონებში, კონკრეტულ მიწის ნაკვეთბზე დასაშვები მშენებლობების ინტენსივობას К2 კოეფიციენტი განსაზღვრავს. კოეფიციენტი აჩვენებს რა მოცულობის შენობის მშენებლობაა დასაშვები. საქართველოში არსებული პრაქტიკის თანახმად, სამშენებლო კომპანიამ მერიაში მშენებლობის ნებართვა შეიძლება მაღალი К2 კოეფიციენტის შემთხვევაშიც მიიღოს. ამისთვის ინვესტორს ჩვეულებრივ ქალაქის ბიუჯეტში დიდი თანხები შეაქვს.

კალაძის სიტყვებით, პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დაინერგა, თბილისის მერიისა და საკრებულოს გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. რეგულაცია ყველა ნებართვასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე გავრცელდება, რომლებიც წარმოებაში რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული. 

მშენებლობა - Sputnik საქართველო
მშენებლობის ნებართვის გაცემა შემცირდა

 „ფაქტია, რომ წლების მანძილზე, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას და ქაოტური განაშენიანების   პროვოცირებას. მერიის ახალი მენეჯმენტი ერთ წელზე მეტია  K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ეკიდებოდა, თუმცა  წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები“, – განაცხადა კალაძემ.

მისი სიტყვებით,  ქალაქის ხელისუფლების მთავარი  დღის წესრიგი თბილისის განვითარებისთვის სწორი განვითარების პირობების შექმნაა.

„ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი, ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუნველვყოფთ თბილისის   სწორად განვითარებას“, – აღნიშნა კალაძემ. 

მშენებლობა - Sputnik საქართველო
მშენებლობის წესების დარღვევისთვის 2 მილიონამდე ჯარიმაა ამოღებული

მერის სიტყვებით, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებმა სწორად გააანალიზეს აღნიშნული ინიციატივა და პრაქტიკულად ერთხმად დაუჭირეს მხარი. ახლა მერიის ინიციატივა თბილისის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

ადრე, კალაძემ ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ქალაქის გამწვანება, ეკოლოგიის გაუმჯობესება და ქაოტური მშენებლობების წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა.  კალაძემ  ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო ინსტიტუციური რეფორმის განხორციელება, რომლის შედეგად შეიქმნა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური.

2018 წელს თბილისში მშენებლობის წესის დარღვევისთვის ჯარიმები გაიზარდა. კერძოდ, 2018 წლის მარტში ამოქმედდა ცვლილებები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“, რომლის თანახმად, თბილისის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს წესების დარღვევისთვის ჯარიმების ოდენობა ზოგიერთ შემთხვევაში ათჯერ გაიზარდა.
მშენებლობის ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 3 ათასი ლარიდან 30 ათასამდე გაიზარდა.

თუ უკანონო მშენებლობა გაგრძელდება სამუშაოების შეჩერების დადგენილების მიუხედავად, პასუხისმგებელი პირი, 5 ათასის ნაცვლად, 50 ათასი ლარით დაჯარიმდება.

ყველა ახალი ამბავი
0