ფულადი გადარიცხვები: საიდან შემოდის თანხა საქართველოში

გამოწერა
საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან, იტალიიდან და საბერძნეთიდან შემოდის

თბილისი,  16 თებერვალი — Sputnik.  საქართველოში ფულადი გადარიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს — 2019 წლის იანვარში ამ ქვეყნიდან  დაახლოებით 27,6  მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 10,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  

ქვეყანა გადარიცხვების მოცულობა აშშ დოლარში ზრდა %
რუსეთი 27,6 –10,8
იტალია 17,5

27,5
საბერძნეთი 13,4

7,5
აშშ 12,3 14,8
თურქეთი 6,9 –22,2

მთლიანობაში, ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების მოცულობა 2019 წლის იანვარში 5,1%-ით გაიზარდა და 115,7 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელებულ მასალებში.

ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობაში რუსეთის ხვედრითი წილი დაახლოებით 24%–ია.

იანვარში საქართველოდან უცხოეთში 15,5 მლნ დოლარზე მეტი გადაირიცხა, რაც 3,3%–ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ყველა ახალი ამბავი
0