თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა დღე, სოფელ კორცხელში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ათივე დაშავებული სასწრაფო სამდიცინო დახმარების ჯგუფებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას განცხადებით, ყველა მათგანს აღენიშნება მსუბუქი დაზიანებები და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.