თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. მაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
სამართალდამცველება გარდაცვლილის ცხედარი მთაწმინდაზე დღეს დილით იპოვეს. ცხედარს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.