საქართველოში ავტოსადგურები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გახდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზოგადოებრივი ტრანსპორტი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელისუფლება ავტოსადგურებს მოაწესრიგებს, რათა საქალაქთაშორისო ავტობუსებით მგზავრობა უფრო კომფორტული გახდეს.

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობა გეგმავს საქალაქთაშორისო ავტობუსებით მგზავრობა უფრო კომფორტული გახადოს, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

„2019 წელს საქართველოში საქალაქთაშორისო გადაზიდვების რეფორმა დაიწყება. ჩვენ გვინდა დავინახოთ უფრო კომფორტული ავტობუსები და კომფორტული გადაზიდვები. ეს ჩვენი მოსახლეობის ინტერესებშია, რათა მათ ჰქონდეთ კომფორტული ავტოსადგურები და კომფორტული ავტოტრანსპორტი", – აღნიშნა ქობულიამ.

დღეისათვის საქალაქთაშორისო ავტობუსების ავტოსადგურები საბჭოთა პერიოდის ბაზაზე ფუნქციონირებენ. აუცილებელი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო სადგურებში უმეტეს შემთხვევაში სავალალო მდგომარეობაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0