ეროვნული ბანკი ბაზარზე დოლარის ყიდვას განაგრძობს

© photo: Sputnikიუსტიციის სახლი, სადაც განთავსებულია სებ–ი
იუსტიციის სახლი, სადაც განთავსებულია სებ–ი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნულმა ბანკმა წლის დასაწყისიდან უკვე 115 მილიონი დოლარი შეისყიდა

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. სავალუტო აუქციონზე პარასკევს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ–ი) 15 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა. ლარის საშუალო კურსმა დოლართან მიმართებით 2,6414 GEL/$1 შეადგინა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებით შაბათისთვის არის 2,6415 GEL/$1.

აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
ისტორიული მაქსიმუმი: საქართველოს საერთაშორისო რეზერვები რეკორდებს ხსნის

სავალუტო აუქციონები საერთაშორისო რეზერვების შევსების ერთ–ერთი ძირითადი წყაროა. მათი დახმარებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს 197,5 მლნ დოლარი შეისყიდა. წლის დასაწყისიდან რეგულატორმა ბაზარზე, შვიდ აუქციონზე, უკვე იყიდა 115 მლნ დოლარი.

ამასთან, სებ–ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ რომ რეგულატორის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა კურსის რყევაზე სერიოზულ ზემოქმედებას არ ახდენს.

დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენა 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების საშუალებით ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0