რუსთავში გაზის ნამწვით დედა-შვილი მოიწამლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარება
სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. რუსთავში  დღეს დედა-შვილი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით მოიწამლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას 37 წლის  ქალი უგონო მდგომარეობაში დახვდა, 14 წლის მოზარდი კი კონტაქტური იყო.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
რუსთავში ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა

დედა-შვილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბოლო პერიოდში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეულია. იანვარში თბილისში, დიდი დიღმის ერთ-ერთ მრავალსართულიან სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. მომდევნო დღეებში ბუნებრივი აირის გაჟონვამ ვარკეთილში ორი მამაკაცი იმსხვერპლა. 31 იანვარს ისნის რაიონში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 თებერვალს კი თემქაზე ბუნებრივი აირის ნამწვით ექვსი ადამიანი მოიწამლა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა რუსთავსა და გორშიც. 

ყველა ახალი ამბავი
0