„მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება შეუჩერდა – კომისიის გადაწყვეტილება

CC0 / Pixabay / მობილური ტელეფონი და კომპიუტერის კლავიატურა
მობილური ტელეფონი და კომპიუტერის კლავიატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინებით შეუჩერდა.

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს კომპანია „მაგთიკომს“ შეუჩერა ტარიფების გაძვირება, რომელიც 18 თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო, ნათქამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გასულ თვეში კომპანიებმა „სილქნეტმა“ (რომელიც ფლობს „ჯეოსელს") და „მაგთიკომმა" აბონენტებისთვის მომსახურების ტარიფების გაზრდის შესახებ განცხადებები გააკეთეს. განახლებული ტარიფები „მაგთის" შემთხვევაში 18 თებერვლიდან უნდა ამოქმედებულიყო, ხოლო, „ჯეოსელის" აბონენტებისთვის – 1 მარტიდან. კომპანიებმა ტარიფების ზრდის მიზეზად მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესება და გაზრდილი ინტერნეტ-პაკეტები დაასახელეს.

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ ამასთან დაკავშირებით ორივე კომპანიას მოუწოდა, შეეჩერებინათ გაძვირების პროცესი და დალოდებოდნენ კომისიის მიერ ბაზრის კვლევის დასრულებას.

„აღნიშნული მხოლოდ კომპანია „სილქნეტმა“ გაითვალისწინა. გამომდინარე იქიდან, რომ „მაგთიკომმა“ თავის გადაწყვეტილებას არ გადახედა, კომისიამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმსჯელა და, მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომს“ ტარიფების გაძვირება გაუჩერა“, – აღნიშნულია კომისიის განცხადებაში.

კომისიის გადაწყვეტილებით, „მაგთიკომს“ პაკეტების ღირებულების გაზრდა მობილური საცალო ხმოვანი მომსახურებისა და მცირე ოპერატორების აბონენტებთან დიდი ოპერატორების აბონენტებისგან განსხვავებული ტარიფით დაკავშირების ნაწილში შეუჩერდა, კერძოდ, კომპანიას დაევალა, რომ დღეს არსებული 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტი კვლავ ძალაში დატოვოს.

IT-პარკის მონაცემთა ბაზის ცენტრი - Sputnik საქართველო
კომუნიკაციების კომისია: აბონენტებისთვის ტარიფის ზრდის საფუძველი არ არსებობს

„მაგთიკომი“ ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია. მობილური კავშირგაბმულობის ბაზარზე „მაგთიკომს“ 1 978 881 აბონენტი ჰყავს (ბაზრის 40%), „სილქნეტს“ („ჯეოსელი“) კი 1 733 198 აბონენტი (35.6%). ორივე კომპანიის წილი ჯამში 75.6%-ს შეადგენს.

„მაგთიკომმა“ 2016 წელს ინტერნეტის პროვაიდერული კომპანიები „კავკასუს ონლაინი” და „დელტანეტი“ იყიდა, „სილქნეტმა“ კი 2018 წელს – „ჯეოსელი“.

„ჯეოსელი“ საქართველოში პირველი GSM ოპერატორი იყო. ის 1996 წლის სექტემბერში დაარსდა, კომპანიის აბონენტებმა კი ქსელის გამოყენება 1997 წლის მარტიდან შეძლეს. 2001 წელს „ჯეოსელი“ „GT მობილის“ სრულუფლებიანი მფლობელი გახდა, რასაც წინასწარი გადახდის სისტემის „ლაი-ლაის“ შემოღება მოჰყვა.

იყო თუ არა შეთანხმება მობილურ ოპერატორებს შორის>>

კომპანია „სილქნეტმა“ ფუნქციონირება რამდენიმე ადგილობრივი სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქტივების გაერთიანების შედეგად 2010 წლიდან დაიწყო. „სილქნეტი“ საინვესტიციო ჯგუფი „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა და მომხმარებელს ინტერნეტს, სატელევიზიო, ფიქსირებულ სატელეფონო და ბიზნეს-სატელეკომუნიკაციო სერვისებს აწვდის.

ყველა ახალი ამბავი
0