თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით სოფელ სარფში 46 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ორ უცხოელ მოქალაქეს ზურგჩანთები მოჰპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„პოლიციამ მოპარული ზურგჩანთები და მათში არსებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო", – აღნიშნულია განცხადებაში.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.