თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მწვერვალ შხარასთან სნოუბორდით სრიალის დროს 17 წლის მოზარდი დაშავდა, რომელიც გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში გუშინ მოხდა.
უწყების ცნობით, დაშავებული მოზარდი მაშველებმა მესტიის რაიონულ საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგოამრეობა სტაბილურია.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.