იტალიაში კიდევ ერთი ქართველი დააკავეს — რა გახდა მიზეზი

CC BY 2.0 / Exercise Tradewinds 2009 / PHOTO Tradewinds 2009დაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველების მიახლოებისთანავე ახალგაზრდა კაცი გაქცევას შეეცადა, მაგრამ პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. იტალიაში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.   

შემთხვევა ნეაპოლში მოხდა. დაკავებულია 21 წლის ზაურ კაკულავა.

არსებული ინფორმაციით, ნეაპოლელმა სამართალდამცავებმა ყურადღება მიაქციეს ავტობუსის გაჩერებაზე ორ პირთან ერთად მდგომ კაკულავას.

სამართალდამცველების მიახლოებისთანავე ახალგაზრდა კაცი გაქცევას შეეცადა, მაგრამ პოლიციელებმა მისი დაკავება შეძლეს.

ჩხრეკისას კაკულავას ცეცხლსასროლი იარაღი და 25 ვაზნა აღმოუჩინეს, რომელიც ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ყველა ახალი ამბავი
0