არშემდგარი სკანდალი: გაიყიდა თუ არა საქართველოს ეროვნული საგანძური ევროპულ აუქციონზე

© photo: Georgian National Museum / FBოქროს ყელსაბამი კუების გამოსახულებით
ოქროს ყელსაბამი კუების გამოსახულებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ინფორმაციამ, იმის თაობაზე, რომ საქართველოს ეროვნული საგანძური - ოქროს კუებიანი ყელსაბამი ერთ ერთ ფრანგულ აუქციონზეა გასაყიდად გატანილი, საზოგადოების გულისწყრომა გამოიწვია.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა კვირას სპეციალური განცხადება მიუძღვნა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ევროპის ერთ-ერთ აუქციონზე საქართველოს ეროვნული საგანძურის - ძვ. წ. -ის V საუკუნით  დათარიღებული ოქროს კუს ყელსაბამის ფრაგმენტის გაყიდვის შესახებ.  

სოციალურ ქსელ Facebook-ში მომხმარებელმა Mancho Menabde-მ დაწერა, რომ სოსო თოფურიძემ, მისი ცოლის მეშვეობით გაყიდა ეროვნული მუზეუმიდან გატანილი ეროვნული საგანძური.

„2011 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან მოპარული არტეფაქტი, ცინიკურად და თავხედურად საფრანგეთში გაყიდეს!” - დაწერა მენაბდემ.

მისი თქმით, საუბარია ოქროს კუს ყელსაბამზე, რომლის 12 ფიგურისგან შემდგარი ფრაგმენტი 2011 წელს დაიკარგა ეროვნული მუზეუმიდან.

პოსტის ავტორი ტექტს ურთავს მისი თქმით აუქციონის განაცხადის სკრინს, სადაც ცნობილი ოქროს კუს ყელსაბამის ფოტოს გვერდით წერია, რომ იყიდება ვანში აღმოჩენილი ძვ. წ. მე-5 საუკუნით დათარიღებული ყელსაბამის ფრაგმენტი, რომლის ღირებულება 120 000 ევროა, ხოლო გამყიდველად მითითებულია ვინმე ლელა თოფურიძე.

ქართველი ქალი სამკაულის მოდის ფუძემდებელი - Sputnik საქართველო
ქართველი ქალი – სამკაულის მოდის ფუძემდებელი

მენაბდის პოსტი რამდენიმე საათში 2000-ზე მეტმა ადამიანმა გადააზიარა და ათასობით ადამიანმა გააკეთა კომენტარი ამ თემაზე.

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა, Facebook-ზე თავის ოფიციალურ გვერდზე გააკეთა განცხადება, რომელშიც კატეგორიულად უარყო 2011 წელს მუზეუმიდან ცნობილი ყელსაბამის 12 ფრაგმენტის დაკარგვის ფაქტი. 

„მსგავსი ცრუ ინფორმაცია გასულ წლებშიც ვრცელდებოდა და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2013 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა „საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან 2004-2012 წლებში ექსპონატების გატანა-შემოტანის საკითხის შემსწავლელი დროებითი კომისია“, რომელიც დაკომპლექტდა დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით”, ნათქვამია განცხადებაში.

 მუზეუმის დირექციის კომისიამ ექსპონატების თანმხლები დოკუმენტაციის, შენახვა-დაცვის პირობებისა და მათი მდგომარეობის ვიზუალური შესწავლით დაადგინა, რომ ყველა ექსპონატი ადგილზეა და მათი ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს.

„როგორც ფართო საზოგადოებისთვისაა ცნობილი, ვანის ყელსაბამი წარმოდგენილია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურის მუდმივმოქმედ გამოფენაზე, ამჟამად კი გამოფენილია ფრანკფურტის ლიბიგჰაუსის მუზეუმში ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს“, ნათქვამია ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული მუზეუმის ცნობით, გამოფენის დასრულების შემდეგ, 5 მარტიდან,  კუს ოქროს ყელსაბამი კვლავ გამოიფინება სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგანძურში.

სოსო თოფურიძე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანია. საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სოსო თოფურიძე საქართველოში პირველი ორი ინსტანციის სასამართლოებმა დამნაშავედ ცნეს - თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში, წამებაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. 2012 წელს მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადდა ძებნა და 2017 წლის ივნისში ინტერპოლმა იგი ძებნილთა სიიდან ამოიღო.

ჯერჯერობით საქართველოს სხვა ოფიციალურ სტრუქტურებს კუებიანი ოქროს ყელსაბამის შესახებ უცნაურ ისტორიაზე განცხადება არ გაუკეთებიათ.

 

ყველა ახალი ამბავი
0