ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს

© Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი ქუთაისში ციხე-სიმაგრის ნანგრევებს ათვალიერებს
სალომე ზურაბიშვილი ქუთაისში ციხე-სიმაგრის ნანგრევებს ათვალიერებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაზე ქართულ-პოლონური ერთობლივი ჯგუფი მუშაობს.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი თებერვალში ქუთაისსა და ავღანეთში გაემგზავრება

გავრცელებული ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა.

ანთიძის განცხადებით, ამ მიმართულებით ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიცია მუშაობს.

„ძეგლად გამოცხადდება უქიმერიონი და მიმდებარე ისტორიული ნაწილი თავისი არქიტექტურითა და ისტორიით. ჩვენ პოლონელ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ, რომ სწორად მივაწოდოთ პროექტი იუნესკოს“, - განაცხადა  ანთიძემ.

ნიკოლოზ ანთიძემ დღეს პროექტის მინიპრეზენტაცია პრეზიდენტისთვის გამართა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი იმერეთში 9 თებერვალს გაემგზავრა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გამგზავრების მიზანია - რეგიონის პოტენციალის გაცნობა და მისი განვითარების მხარდაჭერა. შაბათს ზურაბიშვილმა მოინახულა წყალტუბო, სადაც ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. კვირას კი ეწვია ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს, სადაც ადმინისტრაციის ინიციატივით კვიპაროსის ნერგი დარგო.

ყველა ახალი ამბავი
0