თბილისელებმა ქალაქის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს ხელისუფლებისა და საზოგადოებისგან ველოსიპედისტების პრობლემებისადმი ყურადღების მიპყრობის მოთხოვნით. Sputnik-ის რეპორტიორი აქციის ზოგიერთ მონაწილეს გაესაუბრა
საქართველოს დედაქალაქში ყოველწლიურად მატულობს ველოსიპედისტთა რაოდენობა. ბევრი მათგანი ველოსიპედს ვარჯიშისა და ფორმის შენარჩუნების გარდა, ტრანსპორტის სახითაც იყენებს. ასეთი ადამიანების რაოდენობაც ასევე იზრდება. ენთუზიასტი ველო-ბაიკერები თბილისის ცენტრში პირველი რეპუბლიკის მოედანზე ველოსიპედის ძეგლთან შეიკრიბნენ და ქალაქის ქუჩებში მცირედი ველოგადარბენა მოაწყვეს, რათა საკუთარი პრობლემები დაენახებინათ მთავრობისათვის და საზოგადოებისათვის.