ქუცნაშვილი: ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ერთი ადამიანი იბრძოდა

© Sputnik / Alexander Imedashviliზაქარია ქუცნაშვილი
ზაქარია ქუცნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის საკითხზე საუბრობს

 

ქუცნაშვილი: ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ერთი ადამიანი იბრძოდა და დანარჩენები წამოწოლილები ვიყავით

„მარტო ეკა ბესელია არ ყოფილა ამ პროცესის წინააღმდეგი, ახლა ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ ერთი ადამიანი იბრძოდა და დანარჩენები წამოწოლილები ვიყავით. ჩვენ სხვანაირად ვიბრძოდით და სხვანაირად ვლაპარაკობდით. ასე, რომ ძალიან არაკორექტულია ასე. ნუ წარმოაჩენთ ისე, რომ მარტო ერთი ჯგუფის პრივილეგიაა სამართლიანობისათვის ბრძოლა. მე ჩემი სამშობლოსთვის ვიბრძვი და ვიცი, როგორ შეიძლება ამ ბრძოლის მიყვანა სამართლიან ფინიშამდე“, -ამბობს ზაქარია ქუცნაშვილი.

გუშინ პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომლის მიხედვით, პირველ და მეორე ინსტანციის  სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2014 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს. მას საპარლამენტო უმრავლესობის 9 დეპუტატი  აწერს ხელს.

 

ყველა ახალი ამბავი
0