თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოს აეროპორტებით 2019 წლის იანვარში დაახლოებით 324,6 ათასმა ადამიანმა ისარგებლა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 25%-ით მეტია, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
მაღალი ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში (თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის).
ყველაზე პოპულარული საქართველოში კვლავ თბილისის აეროპორტია – 2019 წლის იანვარში მან დაახლოებით 252,2 ათასი მგზავრი მიიღო.
შემდეგ მოდის ქუთაისის აეროპორტი. აღნიშნულ პერიოდში ის დაახლოებით 55,9 ათას მგზავრს მოემსახურა.
მესამე ადგილზეა ბათუმის აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც იანვარში დაახლოებით 16 ათასმა მგზავრმა ისარგებლა.
ადგილობრივმა, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებმა 2019 წლის იანვარში 508 მგზავრი მიიღეს.