გრიპის აფეთქება საქართველოში: აზერბაიჯანთან საზღვარზე მობილური ჰოსპიტლები გაიხსნა

© photo: Sputnik / Hikmet Orhun„წითელი ხიდი"
„წითელი ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე განთავსებულ ყველა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რეგულარული დეზინფექცია ტარდება.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. საქართველოში „ღორის გრიპის" ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარზე ყველა საკონტროლო-გამშვებ პუნქტში მობილური ჰოსპიტლების გახსნა გადაწყვიტა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი".

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ბათუმში ე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველოში ვირუსული დაავადებების გავრცელების სეზონია. განსაკუთრებით საშიშია H1N1 – ე.წ. ღორის გრიპი, რომლის გართულების შედეგად საქართველოში 22 ადამიანი დაიღუპა.

აზერბაიჯანული გამოცემა იუწყება, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე – „წითელი ხიდი", „სადახლო", „ბეიუქ ქესიკი" და „მაზიმჩაი" იმუშავებს მედპერსონალი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მოგზაურებსა და მებაჟეებს დროულ დახმარებას გაუწევს.

მედპუნქტები აღჭურვილია ავტომატური დეფიბრილატორებით, სამკურნალო პრეპარატებითა და პირველი დახმარების სხვა საშუალებებით. მობილურ ჰოსპიტალში არის შესაძლებლობა, თვალყური ადევნონ ერთდროულად ორი მწოლიარე ავადმყოფის ჯანმრთელობას.

ყველა ახალი ამბავი
0