დღეს „დავითობაა" – წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე

© photo: Vepkhvadze artists' dinasty / FBდავით აღმაშენებელი
დავით აღმაშენებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
8 თებერვალს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი – წმინდა მეფის დავით IV აღმაშენებლის დღე აღინიშნება.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 8 თებერვალს ქართველთა დიდი მეფის, წმინდანის დავით აღმაშენებლის (1089—1125 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს.

დავით აღმაშენებელი მისმა სულიერმა მოძღვარმა არსენ იყალთოელმა აღზარდა. ის 1089 წელს 16 წლის ასაკში გამეფდა და ქვეყანას 36 წლის განმავლობაში მართავდა.

მეფე დავით IV-ს აღმაშენებელი ხალხმა მისი დიდი შრომისა და ღვაწლის გამო უწოდა, რომელიც მან საქართველოს გამთლიანებასა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებაში შეიტანა.

Кольчуга, топор и мечи - Sputnik საქართველო
ვითა ლომი და ვითა გრიგალი: დავით აღმაშენებლის ერწუხის ბრძოლა

საქართველო დავითის მეფობის ხანაში გათავისუფლდა თურქ-სელჩუკების ბატონობისგან, გამთლიანდა და ერთიან, ძლიერ, ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.

წმინდა დავით მეფის ინიციატივით, სავარაუდოდ, 1103 წელს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება გაიმართა. მისმა დადგენილებებმა ხელი შეუწყო საეკლესიო ცხოვრების ბევრი წესის მოგვარებას, სახელმწიფოს გაძლიერებისა და განმტკიცების სამსახურში ეკლესიის ჩაყენებას.

დავით აღმაშენებელი ქვეყანაში განათლების დამკვიდრებას, მეცნიერების განვითარებას უწყობდა ხელს. მან დააფუძნა გელათისა და იყალთოს აკადემიები. მისი მეფობის ხანაში აშენდა ათეულობით ტაძარი და მონასტერი, დაარსდა ბევრი ახალი ქალაქი, ძველი კი გაფართოვდა.

საქართველოს უდიდესი მეფე 53 წლის ასაკში, 1125 წლის 24 იანვარს (ძველი სტილით) გარდაიცვალა. ის გელათის მონასტერშია დაკრძალული.

ყველა ახალი ამბავი
0