თბილისში დავით აღმაშენებლის დროინდელი ხელნაწერები გამოიფინება

© photo: Sputnik / Rukkhyan / გადასვლა მედიაბანკშიდავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისში
დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის მდიდარ მემკვიდრეობას ერთი კვირის განმავლობაში გაეცნობიან.

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში 8 თებერვალს იხსნება გამოფენა „დავით აღმაშენებლის ეპოქის ხელნაწერი მემკვიდრეობა", იუწყებიან ორგანიზატორები.

ექსპოზიციის დამთვალიერებლები იხილავენ უნიკალურ ექსპონატებს, რომლებიც აღმაშენებლის ეპოქის მდიდარ ლიტერატურულ ტრადიციებს ასახავს. მათ შორისაა ორიგინალური ხელნაწერები „ქართლის ცხოვრება", „გალობანი სინანულისანი", „რუის-ურბნისის ძეგლიწერა" და სხვ.

მოდელირებული დიდგორის ბრძოლა - Sputnik საქართველო
დავით აღმაშენებელი, „ძლევაი საკვირველი“ და გელათის მზის საათი

ამას გარდა, ღონისძიების ფარგლებში ხელნაწერთა ცენტრში დაგეგმილია ლექციები დავით აღმაშენებლის მეფობის ისტორიის შესახებ და სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიება მოსწავლეებისთვის.

გამოფენის გახსნას დაესწრებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

დღეს „დავითობაა" – წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ხსენების დღე>>

გამოფენა დღეს, 18:00 საათზე გაიხსნება და 15 თებერვლამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0