პოლონეთის საელჩო საქართველოში სამძიმარს უცხადებს დაღუპული მამაკაცის ოჯახს

© Sputnik / Alexander Imedashviliანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის პოლონეთის პოლიცია მკვლელს ეძებს

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო პოლონეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს სამძიმარს უცხადებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საქართველოს მოქალაქე, 45 წლის მამაკაცი ვარშავის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლონეთის პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
მასმედია: პოლონეთში ქართველმა ქართველი მოკლა

„ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ და სამძიმარს ვუცხადებთ ვარშავაში მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახს. საქმეზე გამოძიებას ამჟამად აწარმოებს პოლიცია და პროკურატურა. ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად უშუალოდ უნდა დაუკავშირდეთ პოლონეთის საგამოძიებო ორგანოებს ან ვარშავაში საქართველოს საელჩოს“, - წერია განცხადებაში

დაღუპულს თან ჰქონდა საქართველოს პასპორტი. ტელეარხის ინფორმაციით, მამაკაცი ზუგდიდელი გიზო ბოჭორიშვილია, რომელიც პოლონეთში უკრაინიდან ერთი კვირის წინ ჩავიდა.

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, მამაკაცი ზურგში მიყენებული ჭრილობებით უცნობმა პირებმა ერთ-ერთ საავადმყოფოში დატოვეს და თვითონ ავტომობილით მიიმალნენ. პოლონეთის პოლიცია მკვლელს ეძებს.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელიც ქართველია. მომხდარს წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება, ეჭვმიტანილი მიეპარა მამაკაცს ღამით, როცა მას ეძინა, და მაშინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები.

ყველა ახალი ამბავი
0