ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: სინოპტიკოსი შოთა და „ზურიკელას უბედურება"

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტი - სინოპტიკოსი
ჟურნალისტი - სინოპტიკოსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორი გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზების სამმართველოს ესტუმრა და ის მოგვიყვება, როგორია სინოპტიკოსის ერთი სამუშაო დღე.

მოგესალმებით ყველას, ვინც უკვე გაიღვიძეთ, პოზიტიურ და აქტიურ დღეს გისურვებთ. დღეს მთელ საქართველოს მზიანი დღე ელოდება, სხვა დღეებში კი გახსოვდეთ, რომ ღრუბლებს იქით ყოველთვის მზეა.

სინოპტიკოსები ამბობენ, მზე სიყვარულით გათენებული დღეებით საზრდოობს, საზრდოობს და უკან გვიბრუნებსო, ცუდი ამინდი კი არ არსებობსო.

სიყვარულის ამინდმა თავად ზურიკელას ლექსიც კი დააწერინა, როცა ღამე იყო მთვარიანი, თოვლიანი, ქარიანი...

იმის გასაგებად, თუ რა „უბედურება“ სჭირდა ზურიკელას – ქვეყანა იქცეოდა, ის კი სიხარულის კურცხალით ლექსებს წერდა, პროფესია ისევ შევიცვალე და გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზების სამმართველოს ვესტუმრე.

© Sputnik / Alex Shlamovგარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზების სამმართველო
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: სინოპტიკოსი შოთა და „ზურიკელას უბედურება - Sputnik საქართველო
გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის პროგნოზების სამმართველო

მნიშვნელობა არ ჰქონდა, ახალ პროფესიას როდის მოვირგებდი, რადგან სინოპტიკოსები, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში სამ საათში ერთხელ ამინდს აკვირდებიან და გრინვიჩის დროით განსაზღვრავენ ამინდის პროგნოზს მსოფლიოს მასშტაბით. ინფორმაცია იკრიბება მსოფლიო ცენტრებში, სადაც გადამუშავდება და იღებს სახეს, რომელსაც სინოპტიკოსები „სინოპტიკურ რუკას“ უწოდებენ. რუკის წაკითხვას სპეციალისტი სჭირდება, რადგან სანამ არ გამარკვიეს, იმასაც კი ვერ მივხვდი, რომელი მხრიდან უნდა შემეხედა რუკისთვის.

© Sputnik / Alex Shlamovსინოპტიკური რუკის წაკითხვას სპეციალისტი სჭირდება
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: სინოპტიკოსი შოთა და „ზურიკელას უბედურება - Sputnik საქართველო
სინოპტიკური რუკის წაკითხვას სპეციალისტი სჭირდება

საქართველოს მასშტაბით 11 ინსტრუმენტალური და 35 ავტომატური მეტეოსადგური ყოფილა, საიდანაც სინოპტიკოსების ჯგუფი აკვირდება ცვლილებებს და ადარებს, თუ როგორ შეიცვალა ქარის მიმართულება, ატმოსფერული წნევა, სინოტივე და ტემპერატურა.

პროგნოზს ზოგი ირონიით ისმენს. ამინდის გამოცნობა საკმაოდ რთული პროცესია და ამიტომ ვინც ამ დავთარს უნდობლად უყურებს, მეტად უნდა დაფიქრდეს, რადგან საქართველოს წილად ხვდა ისეთი მდებარეობა, სადაც რთული გეოგრაფიული რელიეფია და ქვეყნის ამინდის ჩამოყალიბებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. მაგალითად, ვაშლიჯვრის დასახლების თბილისის კომპლექსურ მეტეოროლოგიურ სადგურში მოედანი დაკომპლექტებულია მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის წესების დაცვით, ანუ აქ ამინდის სხვადასხვა ელემენტი ხელით იზომება და დაკვირვება ხდება ტემპერატურაზე, სინოტივეზე, ნალექზე და ქარის სიჩქარეზე. ტემპერატურა ჩრდილში იზომება, ე.წ. ბუდრუგანაში, რომელიც ყველა მხრიდან ნიავდება და ორი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

© Sputnik / Alex Shlamovსინოპტიკოსთა ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში აკვირდება მოვლენებს
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: სინოპტიკოსი შოთა და „ზურიკელას უბედურება - Sputnik საქართველო
სინოპტიკოსთა ჯგუფი 24 საათიან რეჟიმში აკვირდება მოვლენებს

არის ადგილები დედამიწაზე, სადაც ამინდის პროგნოზი საერთოდ არ აინტერესებთ... მაგალითად, საჰარის უდაბნოში ყველაფერი სხვანაირადაა, რამდენიმე წელიწადში მხოლოდ ერთხელ წვიმს და იქ ალბათ თოვლიან, ქარიან დღეებზე ლექსებსაც არ წერენ ზურიკელასავით.

საქართველოში კი წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში, უწყვეტ რეჟიმში, ყოველ მეოთხე დღეს ჩვენს სინოპტიკოსებს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ღამის გათენებაც უწევთ.

© Sputnik / Alex Shlamovჩვენს სინოპტიკოსებს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ღამის გათენებაც უწევთ
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: სინოპტიკოსი შოთა და „ზურიკელას უბედურება - Sputnik საქართველო
ჩვენს სინოპტიკოსებს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის ღამის გათენებაც უწევთ

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, სინოპტიკოსებს ხელფასი 900-დან 1 400 ლარამდე აქვთ. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის საშუალო ხელფასი 1125 ლარია, შეიძლება ითქვას, რომ სინოპტიკოსები ძალიან დაჩაგრული არ არიან.

სისტემაში ძირითადად 28-დან 70 წლამდე ადამიანები მუშაობენ, თუმცა, როგორც ყველგან, მიმდინარეობს კადრების ახალგაზრდებით შევსებაც. ვინ იცის, იქნებ ახალგაზრდები უფრო უგებენ ზურიკელას პოეზიას...

მე კი გისურვებთ საკუთარი დღის სინოპტიკოსები თავად ყოფილიყავით. ზურიკელასაც ის „უბედურება“ სჭირდა, რომ საკუთარი სიყვარულის ამინდის შექმნა თავად სურდა, როცა სეტყვა და ნალექი მზედ ეჩვენებოდა.

ახლა კი, როგორც ნამდვილ სინოპტიკოსს შეეფერება, გთავაზობთ დღევანდელი ამინდის პროგნოზს.

© Sputnik / Alex Shlamovჟურნალისტი სინოპტიკოსი
ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: სინოპტიკოსი შოთა და „ზურიკელას უბედურება - Sputnik საქართველო
ჟურნალისტი სინოპტიკოსი

დედაქალაქში დღეს მზიანი ამინდი იქნება და ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ამიტომ თუ ავტომობილის გარეცხვას აპირებთ, შეგიძლიათ თამამად გადაწყვიტოთ

ბათუმში +18 გრადუსამდეა მოსალოდნელი

თელავში +12

ბაკურიანსა და გუდაურში მზე გამოანათებს და +7 გრადუსი იქნება

სინოპტიკოსები ვვარაუდობთ, რომ ქუთაისში მალე გაზაფხული მოვა, რადგან დღეს ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება

სოხუმსა და ცხივნალში გპირდებით +18 და +13 გრადუსს

ზუგდიდში +14 გრადუსს ვვარაუდობთ

ჭიათურაში +12

გორში +10

ხაშურში + 9

ახალციხესა და ბორჯომში ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება

სტეფანწმინდაში +4 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ასე რომ დამსვენებლებო მოიმარაგეთ კომბინიზონები.

ქობულეთში +19 გრადუსი და ზღვის სეზონიც მალე მოვა

მესტიაში +11

ფოთში +19 გრადუსი იქნება

რუსთავშიც მზიანი ამინდია და +13 გრადუსამდეა მოსალოდნელი

თიანეთი +12

ანაკლიასა და ურეკში +17

ოზურგეთში +21

ბახმაროში +9

ლაგოდეხში კი ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება

სიღნაღში - სიყვარულის ქალაქში რომ ზურიკელა ყოფილიყო, უფრო მეტს დაგპირდებოდით, მაგრამ დღეს მხოლოდ +10 გრადუსამდე გათბება ჰაერი...

 

 

ყველა ახალი ამბავი
0