საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი საქველმოქმედო ფონდი შექმნა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის საქველმოქმედო ფონდი პრეზიდენტის ხელფასიდან შეივსება

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქველმოქმედო ფონდი დაარეგისტრირა, სადაც საკუთარ ხელფასს გადარიცხავს, ნათქვამია პრეზიდენტის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ავლაბრის სასახლე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ავლაბრის სასახლე შესაძლოა, მუზეუმად აქციონ

საკუთარი საქველმოქმედო ფონდის შექმნის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ფონდის შევსების მიზნით საკუთარ ხელფასზე უარი თქვა.

„უკვე შეიქმნა და ოფიციალურად დარეგისტრირდა "სალომე ზურაბიშვილის საქველმოქმედო ფონდი". ფონდი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ინოვაციურ პროექტებს მოიძიებს და დააფინანსებს. იმედი მაქვს, რომ ფონდი აქტიურად იმუშავებს და ხელს შეუწყობს საზოგადოებისათვის საჭირო, ბევრ სასიკეთო წამოწყებას", - ნათქვამია განცხადებაში.

მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში არსებობდა სარეზერვო ფონდი არსებობდა, თუმცა, იგი ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ გააუქმეს. აღნიშნული ფონდიდან ფინანსდებოდა წარმატებული სტუდენტების სტიპენდიები, ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული ღონისძიებები, ინოვაციური და სამეწარმეო შესაძლებლობები, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და სხვ.

 

ყველა ახალი ამბავი
0