მშობლების გასაგონად: ენდობა თუ არა თქვენი შვილი უცხო ადამიანს - ექსპერიმენტი

გამოწერა
შედეგებმა არა მხოლოდ ექსპერიმენტის ინიციატორები, არამედ მშობლებიც გააოგნა, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ შვილები ამ კუთხით კარგად ჰყავდათ „გაწვრთნილი“.

აშშ-ის ერთ-ერთ ქალაქში სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარეს იმის გასარკვევად, რამდენად მუშაობს ბავშვებზე მშობლების გაფრთხილება, არ გამოელაპარაკონ უცხო ადამიანს.

ამისთვის გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, სახელად ჯო, საბავშვო მოედანზე ლეკვთან ერთად მიდის და მშობლებს ეკითხება, ასწავლიან თუ არა ბავშვებს, რომ უცხო ადამიანებს არ უნდა გამოელაპარაკნენ და რამდენად ხშირად ეუბნებიან ამას. პასუხის მიღების შემდეგ, ჯო იღებს ნებართვას მშობლისგან, რომ მივიდეს ბავშვთან და გაარკვიოს, ენდობა თუ არა პატარა უცხო ბიძიას იმ შემთხვევაში, თუ მას თან საყვარელი ძაღლი ახლავს. 

შედეგებმა არა მხოლოდ ექსპერიმენტის ინიციატორები, არამედ მშობლებიც გააოგნა, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ შვილები ამ კუთხით კარგად ჰყავდათ „გაწვრთნილი“.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ყოველდღიურად დაახლოებით 700 ბავშვს იტაცებენ, რაც წელიწადში 250 მლნ გაუჩინარებულ ბავშვს ნიშნავს. 

ყველა ახალი ამბავი
0