შსს-მ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

© Pixabay / 4711018პოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ დაკავებულის ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და რვა ვაზნა ამოიღო.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ოჯახური და ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1974 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პისტოლეტი - Sputnik საქართველო
ქვემო ქართლში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

სამართალდამცველებმა ბრალდებული დავით აღმაშენებლის ხეივანში ავტომობილით მოძრაობისას გადამოწმების მიზნით გააჩერეს. პოლიციამ დაკავებულის ავტომობილიდან ნივთმტკიცების სახით ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და რვა ვაზნა, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0