შაშკინი: ბავშვებს ატესტატებს გოჭების, ქათმებისა და ფულის ნაცვლად მისცემენ

© Sputnik / Levan Avlabreliდიმიტრი შაშკინი
დიმიტრი შაშკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს განათლების და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საატესტატო გამოცდების გაუქმებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გამოცდების გაუქმებით სკოლებში კორუფცია აღდგება.
შაშკინი: ბავშვებს ატესტატებს გოჭების, ქათმებისა და ფულის ნაცვლად მისცემენ

„ყველას უნდა გვესმოდეს ერთი რამ, რომ რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ისეთ სფეროში, როგორიც არის განათლების სისტემა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა დაანგრიო ფუნდამენტი და გააფუჭო ყველაფერი ის, რაც ახლა არსებობს. ატესტატის აღებისთვის მშობლები გადაიხდიან ქრთამს. ეს ქრთამი იქნება პირდაპირი – გოჭების, ქათმების, ფულის სახით, ან ფარული რეპეტიტორების სახით“, – ამბობს დიმიტრი შაშკინი.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან სკოლის გამოსაშვები (ე.წ. CAT-ის) გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებისთვის მოიხსნა.

ყველა ახალი ამბავი
0