როგორ ვილაპარაკოთ სწორად ბავშვებთან – დაივიწყეთ ენამოჩლექით საუბარი

CC0 / Pixabay / დედა და შვილი
დედა და შვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ფასილიტატორის“ სტუმარია ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვთა ფსიქოდიაგნოსტიკოსი, ფსიქოკონსულტანტი, პროექტ „მომავლის კონსტრუქტორის“ წამყვანი, სპეციალური მასწავლებელი სკოლაში ანა ჯუღელი.

ბავშვი, როგორც წესი, ერთი წლის ასაკიდან იწყებს ლაპარაკს, თუმცა ეს პროცესი შეიძლება დაგვიანდეს. საგანგაშო არაფერია, თუ ოთხი წლიდან ბავშვი უკვე გამართულად გამოთქვამს ბგერებს.

სამეტყველო ფუნქციის განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული ფსიქიკურ პროცესებთან. ამიტომ ნებისმიერი მეტყველების დარღვევა გარკვეულწილად იწვევს ფსიქიკური განვითარებისა და ინტელექტუალური უნარების შეფერხებას.

ჩვენ ვცდილობთ, ბგერათა დარღვევა სკოლამდელ ასაკშივე გამოვასწოროთ, რადგან პატარებს უვითარდებათ დიზგრაფია, ანუ ბგერის არასწორად გამოთქმისას იმავე შეცდომას უშვებენ წერის დროსაც.

გამომდინარე აქედან, მშობლებმა თავიდანვე უნდა იზრუნონ ბავშვების მეტყველების სწორად განვითარებაზე.

დედა და შვილი - Sputnik საქართველო
„კარგი დედის" როლი, ანუ განმავითარებელი წრეებით მიღებული რეალური სარგებელი

სამწუხაროდ, არიან ისეთი მშობლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ არ ღირს საკუთარი შვილის მეტყველების ფორმირებაში ჩარევა, რომ ბავშვი გაიზრდება და მას ყველაფერი მოუწესრიგდება. „ის თავისით ისწავლის გამართულ მეტყველებას“ (ჩვენ გვასწავლა ვინმემ?) – ამბობენ ხშირად. ეს მცდარი მიდგომაა! საუკეთესო გამოსავალია მივმართოთ სპეციალისტს, რომელიც გამოკვლევის შედეგად განაქარვებს თქვენს ეჭვებს ან გაგიწევთ საჭირო რეკომენდაციას, რომელიც დაგეხმარებათ დროულად იზრუნოთ თქვენი შვილის მეტყველებაზე.

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ მეტყველებას ბავშვებთან, ე.წ. ენამოჩლექით საუბარი არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ბავშვს რა ფორმითაც ესმის სიტყვა, იმავე ფორმით იმეორებს. თუ თქვენ მიერ ნათქვამი სიტყვა არასწორად ჟღერს, ბავშვიც ასევე არასწორად ისწავლის ამ სიტყვის გამოთქმას.

სწორად მეტყველება არის მიზანმიმართული მუშაობის შედეგი. ბავშვის მეტყველების განვითარების ყოველ ეტაპზე ბავშვისთვის აუცილებელია ყურადღება და მხარდაჭერა მშობლებისგან.

ბავშვების მეტყველების სრულყოფისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათი ლექსიკის გამდიდრებას, რადგან ლექსიკა ენის კომპონენტთა ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

ბიჭუნა და ძაღლი - Sputnik საქართველო
შინაური ცხოველი სახლში, სადაც ბავშვები არიან - ფსიქოლოგის რჩევები

ფსიქოკონსულტანტი გვასწავლის, რომ შვილებთან საუბარი ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში უნდა დავიწყოთ.

გაუზიარეთ შვილებს დადებითი შთაბეჭდილებები, უმღერეთ და უბრალოდ ესაუბრეთ მათ. დაბადების შემდეგ ბავშვი აქტიურად იწყებს განვითარებას, ასევე ვითარდება მეტყველებაც.

რეკომენდაციები მშობლებს ლოგოპედისა და ფსიქოლოგისგან სწორი მეტყველების ფორმირებისთვის:

ესაუბრეთ ახლად დაბადებულ ბავშვს

- წარმოთქვით სიტყვები სწორად, გარკვევით და ნელა, რომ ბავშვმა შეძლოს ბგერების, ინტონაციისა და მშობლის განწყობის გაგებაც კი.

მიაჩვიეთ ბავშვები მაგარი საკვების მიღებას

- მაგარი საკვების დაღეჭვა ავითარებს ყბის კუნთებს და სწორ სუნთქვას. ეს არის ერთგვარი „საარტიკულაციო ვარჯიში“ ბავშვისთვის. თუ ერთი წლის შემდეგაც ბავშვს მუდმივად დარბილებულ საკვებს მივაწვდით, ეს სავარჯიშო უგულებელყოფილი იქნება. შესაბამისად, იწყება მეტყველების პრობლემები. სიტყვების სწორად წარმოთქმისთვის აუცილებელია სწორი სუნთქვა და ყბის კუნთების მართვის უნარი.

მოზარდები - Sputnik საქართველო
თქვენი ბავშვი შესაძლოა ბულინგის მსხვერპლია – ფსიქოლოგის რჩევები მასწავლებლებსა და მშობლებს

გაახმოვანეთ საგნები და მოქმედებები

- დაახლოებით 12 თვიდან ბავშვები იწყებენ მათთვის საინტერესო საგნების თითით ჩვენებას. დაასახელეთ ბავშვის მიერ მითითებული საგნები და ასევე აუცილებლად გაახმოვანეთ მოქმედებები, მაგალითად, „კატა კნავის“, „თოჯინა ზის“, „ფანჯარა ღიაა“ და ა.შ.

ხელი შეუწყვეთ და ასაუბრეთ ბავშვი, რადგან ზოგიერთი ბავშვი ორი წლის ასაკში არც კი ცდილობს რაიმეს თქმას, მისთვის მარტივია ჟესტებით საუბარი.

მაგალითად, თუ ბავშვი მიუთითებს რომელიმე სათამაშოზე, დაუწყვეთ წინ სათამაშოების და ჰკითხეთ: რომელი გინდა? კურდღელი? მანქანა? და ა.შ. თუ მაინც არ გპასუხობთ, მიეცით ის სათამაშო, რომელიც არ უნდა. ასე ხელს შეუწყობთ მის გააქტიურებას. პირველ ჯერზე ნათქვამი სიტყვა სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ არა უშავს, შემდეგში ნამდვილად გამოსწორდება.

ხელი შეუწყვეთ ლექსიკის გამდიდრებას

- თავდაპირველად ბავშვს, როდესაც რაიმე საგნის, ნივთის სახელწოდებას ვეუბნებით, აუცილებელია თან ახლდეს ვიზუალური ხატიც (აჩვენეთ სურათზე, ეზოში სეირნობისას და ა.შ.).

შვილები და მშობლები - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მშობლებს შორის ურთიერთობა ბავშვის განვითარებაზე

წაუკითხეთ ბავშვებს ზღაპრები, ლექსები, მარტივი გამოცანები

- სამი წლის შემდეგ ბავშვები ინტერესდებიან ვიზუალურად გაფორმებული წიგნებით. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა სწორი მეტყველების განვითარებისთვის. წაუკითხეთ ასაკის შესაბამისი ზღაპრები, ლექსები. დაუსვით შეკითხვები წაკითხულის შესახებ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გრამატიკულად გამართულად საუბარი.

დაიმახსოვრეთ, რომ მეტყველება ბავშვის ფსიქიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. მასზე აისახება ბავშვის მიღწევები. სწორი მეტყველება კი მომავალში მრავალი დაბრკოლების თავიდან აცილებისა და წარმატების საწინდარია.

 

ყველა ახალი ამბავი
0