გაულამაზე შენს პატარას ბავშვობა: ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ბავშვის ცხოვრებაში

© photo: courtesy of Ana Chakvetadzeანა ჩაკვეტაძის ნამუშევარი
ანა ჩაკვეტაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
როცა საბავშვო ოთახი სასიამოვნო ნივთებით, დეკორაციებით არის მორთული, ეს ბავშვის განწყობაზე და ხასიათზეც აისახება. ამიტომ ყველა დედა ცდილობს შვილის ოთახი სადა ფერებში, ლამაზი დეკორაციებით გააფორმოს.

ამაში კი საბავშვო დეკორაციების ქართული ბრენდი LaLight დაგეხმარებათ, სადაც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან სხვადასხვა სახის სანათებს, დეკორაციებს, ავეჯს ამზადებენ. აქ დამზადებული ყველა ნივთი ინდივიდუალურია და მორგებულია მომხმარებლის სურვილზე, გემოვნებაზე. ამ ყველაფერზე ბრენდის დამფუძნებელი ანა ჩაკვეტაძე გვესაუბრა.

© photo: courtesy of Ana Chakvetadzeანა ჩაკვეტაძე
გაულამაზე შენს პატარას ბავშვობა: ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ბავშვის ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ანა ჩაკვეტაძე

– ვარ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დიზაინერი, თუმცა ვთვლი, რომ პროფესია არასწორად ავირჩიე. მიუხედავად ამისა მაინც დიდად მეხმარება ეს პროფესია იმ საქმიანობაში, რასაც LaLight მოითხოვს. გარდა ამისა ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც განაპირობებს ჩვენ ნაბიჯებს მხოლოდ წინ. პირველ რიგში უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობა, როცა მომხმარებელი გირჩევს შენ და შენც იმედი და მოლოდინი არ უნდა გაუცრუო.

© photo: courtesy of Ana Chakvetadzeანა ჩაკვეტაძის ნამუშევარი
გაულამაზე შენს პატარას ბავშვობა: ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ბავშვის ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ანა ჩაკვეტაძის ნამუშევარი

– რა არის LaLight და როდის გაგიჩნდათ მისი შექმნის იდეა?

– LaLight ვიტყოდი, რომ არის ციცინათელების სახელოსნო. მისი შექმნის იდეა უფრო ადრე დაიბადა, ვიდრე რეალურად განხორციელდა. რაღაც განსხვავებულის გაკეთების და შექმნის სურვილი ყოველთვის მქონდა. მინდოდა ისეთი რამე შემექმნა, რაც ბავშვებში მოწონებასთან ერთად ცოტაოდენ გაოცებასაც დაიმსახურებდა. LaLight ზუსტად ერთი წლის არის და უკვე საკმაოდ ბევრი პატარას გახარება მოვახერხეთ.

© photo: courtesy of Ana Chakvetadzeანა ჩაკვეტაძის ნამუშევრები
გაულამაზე შენს პატარას ბავშვობა: ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ბავშვის ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ანა ჩაკვეტაძის ნამუშევრები

– ყველაფერს მარტო გაართვით თავი თუ ვინმე გეხმარებოდათ?

– გამომდინარე იქიდან, რომ არც თეორიული და არც პრაქტიკული გამოცდილება ამ კუთხით არ მქონია, ბუნებრივია, თავს მარტო ვერ გავართმევდი. ასე ვთქვათ, Lalight ოჯახური წამოწყებაა. მუშაობის პროცესში ჩართულია როგორც ჩემი მეუღლე, ისე ჩემი და. პროდუქტის შექმნა ბევრ ეტაპს მოიცავს და უამრავ დროს მოითხოვს, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს. ჩვენი პირველი საცდელი სანათი დღემდე საპატიო ადგილს იკავებს სახელოსნოში, მხოლოდ რამდენიმე ცდის შემდეგ მივედით იმ შედეგამდე, რაც დღეს ჩვენ მომხმარებელში დადებით შეფასებას იმსახურებს.

© photo: courtesy of Ana Chakvetadzeანა ჩაკვეტაძის ნამუშევარი
გაულამაზე შენს პატარას ბავშვობა: ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ბავშვის ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ანა ჩაკვეტაძის ნამუშევარი

– რა ნივთებს მოიცავს LaLight და რა ასაკის ბავშვებისთვის იქმნება?

– LaLight არის ადგილი, სადაც იქმნება მანათობელი პერსონალური სანათები, დეკორაციები, გარდერობები. ყველა ნივთი ინდივიდუალურად მორგებულია ჩვენი მომხმარებლის სურვილზე. გარდა იმისა, რომ ნებისმიერი ფორმის და თემატიკის სანათი შეგვიძლია მომხმარებელს შევთავაზოთ, ასევე სასურველი სახელის თუ წარწერის გაკეთება ან გრავირებაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, ასაკი ჩვენთან შეუზღუდავია.

© photo: courtesy of Ana Chakvetadzeანა ჩაკვეტაძის ნამუშევრები
გაულამაზე შენს პატარას ბავშვობა: ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ბავშვის ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ანა ჩაკვეტაძის ნამუშევრები

– რამდენად სასიამოვნოა თქვენთვის, როცა იცით, რომ პატარებისთვის ქმნით სხვადასხვა ნივთებს?

– გამოგიტყდებით და როდესაც კურიერი დაგვიდასტურებს ნივთის ჩაბარებას, იწყება ლოდინის რეჟიმი, მანამ სანამ მომხმარებელი შეგვატყობინებს, თუ რამდენად გავუმართლეთ იმედები. სამუშაო პროცესი საკმაოდ დამღლელია, მაგრამ როცა უკან გიბრუნდება დადებითი შეფასებით, გინდა უფრო მეტი ახალი და პატარა თვალებისთვის გასაოცარი ნივთი შექმნა. გვიხარია, როცა ლამაზი ფოტოებით გვანებივრებენ პატარების დედიკოები.

© photo: courtesy of Ana Chakvetadzeანა ჩაკვეტაძის ნამუშევრები
გაულამაზე შენს პატარას ბავშვობა: ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ბავშვის ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ანა ჩაკვეტაძის ნამუშევრები

– ალბათ თქვენ შვილსაც ხშირად ანებივრებთ განსხვავებული ნივთებით და დეკორაციებით?

– ჩემი შვილი სანდრო 2 წლის და 8 თვისაა, რომელსაც, თქვენ წარმოიდგინეთ და, არც ერთი ჩვენი ნამუშევარი არ აქვს, რაც ხშირად ხდება ჩვენი ხუმრობის თემა. საქმე კი ის არის, რომ რამდენი ნივთიც დავამზადეთ სანდროსთვის, შემდეგ ყველა გავაჩუქეთ.

© photo: courtesy of Ana Chakvetadzeანა ჩაკვეტაძე
გაულამაზე შენს პატარას ბავშვობა: ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ბავშვის ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ანა ჩაკვეტაძე

– რა მასალით ქმნით ამ ნივთებს და რამდენად უსაფრთხოა ის ბავშვებისთვის?

– უსაფრთხოების თემა თავიდანვე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, როგორც ყველა დედისთვის. მასალა დაპრესილი ხე და ხის ფანერაა, ხოლო იღებება ბავშვების სათამაშოებისთვის განკუთვნილი ეკოლოგიურად სუფთა საღებავით.

© photo: courtesy of Ana Chakvetadzeანა ჩაკვეტაძის ნამუშევარი
გაულამაზე შენს პატარას ბავშვობა: ანუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემო ბავშვის ცხოვრებაში - Sputnik საქართველო
ანა ჩაკვეტაძის ნამუშევარი

– მხოლოდ თქვენი დიზაინით იქნება ეს ყველაფერი, თუ დამკვეთის მოთხოვნებსაც ითვალისწინებთ?

– ორივე. როგორც უკვე აღვნიშნე, ნებისმიერი ფორმის სანათის დამზადება არის შესაძლებელი. ვითვალისწინებთ დამკვეთის ყველა სურვილს და ფანტაზიას, რაც ჩვენ ძალებს არ აღემატება, რა თქმა უნდა. ახალ სანათზე მუშაობა ყოველ ჯერზე უფრო საინტერესოა, ვიდრე გამეორება.

– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

– ვცდილობ არ გადავიდეს ეს ჩემი საქმიანობა მხოლოდ სამსახურებრივ რუტინაში და დარჩეს სასიამოვნო ხელსაქმედ. მიუხედავად იმისა, რომ დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ჩვენით და, შესაბამისად, მოთხოვნაც იზრდება, დროის დიდი ნაწილი სანდროს მინდა დავუთმო. სწორედ ამიტომ მყავს ორი გოგონა, რომლებიც დიდი შემართებით და ინტერესით შრომობენ. იგეგმება ასევე დანადგარის შეძენა, რომლის გარეშეც დიდი დისკომფორტი გვექმნება. გვაქვს რამდენიმე შემოთავაზებაც, რომელზეც უარის თქმა სწორედ დანადგარის არარსებობის გამო გვიწევს. ჩვენი მიზანია უფრო და უფრო მეტი პატარა გავაოცოთ ჩვენი ციცინათელებით.

 

ყველა ახალი ამბავი
0