ბათუმის ცენტრში საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ცეცხლს 60 მეხანძრე აქრობდა

გამოწერა
ბათუმის ცენტრში საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა შენობა ნაწილობრივ გაანადგურა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

ბათუმის ცენტრში საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა შენობა ნაწილობრივ გაანადგურა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან.

ბათუმის ცენტრში, ზურაბ ბერიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ცეცხლს 60 მეხანძრე და რვა ერთეული სპეცტექნიკა აქრობდა. ხანძარი შენობის მეორე სართულზე გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, აალების მიზეზი გაუმართავი ელექტროგაყვანილობა გახდა.

ხანძარმა დააზიანა რამდენიმე ოთახი და სახურავი. ხანძრის დროს მეზობელი სახლების მცხოვრებლების ევაკუაცია გამოცხადდა. სხვა შენობებს შორის მდგარ აალებულ სახლთან მისვლა ძალიან რთული აღმოჩნდა, ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეებს სხვა სახლების სახურავებზე ასვლა მოუწიათ.

„112“-ის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ, ამ დროისათვის ხანძარი ჩამქრალია. შემთხვევას, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ყველა ახალი ამბავი
0