ჩინური ახალი წელი – ეს უძველესი და მთავარი დღესასწაულია შთამბეჭდავი სანახაობით. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტოკადრები, თუ როგორ აღნიშნავენ ყველაზე ხანგრძლივ დღესასწაულს ჩინეთში და აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებში.
ჩინური ახალი წელი, ანუ გაზაფხულის დღესასწაული 2019 წელს 5 თებერვალს დაემთხვა. მთვარის კალენდრის საფუძველზე შექმნის გამო დღესასწაულს არ გააჩნია კონკრეტული თარიღი, ის მოძრავი კალენდრით განისაზღვრება, თუმცა ძირითადად 21 იანვრიდან 20 თებერვლამდე პერიოდს ემთხვევა.
ახალ წლამდე ერთი კვირით ადრე ჩინეთში იწყებენ სახლების ტრადიციულ წინასაახალწლო დალაგებას: რეცხავენ, ალაგებენ და ყრიან ყველაფერ ზედმეტს. ამგვარად სახლიდან გასული წლის „უიღბლობებს იშორებენ" და სახლში კეთილდღეობას და იღბალს უხმობენ.
ყველა ქუჩა და ყველა სახლი ირთვება წითელ ფერში, ვინაიდან ეს დღესასწაულის მთავარი ფერია. მიიჩნევა, რომ წითელ ფერს მოაქვს იღბალი და აფრთხობს ავ სულებს. სახლების შესასვლელებთან აკრავენ წითელ ფურცლებს, სადაც ყველას სიკეთესა და ბედნიერებას უსურვებენ.