თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში ოთხშაბათს, 6 თებერვალს მზიან ამინდს პროგნოზირებენ.
ღამით ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით მაქსიმალური +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.
მზე 08:08 საათზე ამოვა და 18:22 საათზე ჩავა.