თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. საბერძნეთის ათენში გასულ უქმეებზე საქართველოს ორი მოქალაქე გარდაიცვალა, ნათქვამია ადგილობრივი დიასპორის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს მოქალაქე, 60 წლის ციცო გორელაშვილი სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა, ხოლო 58 წლის მარინა ტიკარაძე ვირუსული ინფექციით.
ვებგვერდის ინფორმაციით, გარდაცვლილების ახლობლებმა აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე შეატყობინეს და უწყებას ცხედრების სამშობლოში გადასვენების დახმარების თხოვნით მიმართეს.
ორი კვირის წინ ათენში გარდაიცვალა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, 42 წლის მადონა ჩარკვიანი. გარდაცვალების მიზეზად მწვავე ვირუსული ინფექცია დასახელდა.